ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიის მიერ არიან არჩეულნი ბავშვთა მსახურებისთვის, განმტკიცებულნი უნდა იყვნენ ჭეშმარიტებაში, უნდა აირეკლონ იესოს ხასიათი საკუთარ პირად ცხოვრებაში, გულწრფელად უნდა უყვარდეთ ბავშვები, უნდა მოეპყრან მათ როგორც „მემკვიდრეობას უფლისაგან“ და ფლობდნენ ბავშვებთან მუშაობის საუკეთესო მეთოდებს.
ხედვა
ყოველმა ბავშვმა, დაბადებულმა ამ წუთისოფელში, უნდა გაიცნოს იესო ქრისტე, როგორც თავისი პირადი მხსნელი.
მისია
საბავშვო განყოფილების მსახურება მოწოდებულია განავითაროს ბავშვებში რწმენა, ნდობა ღმერთისადმი და ერთგულება მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიისადმი, დაეხმაროს მათ, რათა მჭიდრო და პირადი ურთიერთობა ჰქონდეთ იესო ქრისტესთან.
დავალება/ამოცანა
გვიყვარდეს ბავშვები, მოვეპყროთ მათ როგორც უდიდესი მწყემსის პატარა კრავებს და დროულად მივცეთ მათ სულიერი საკვები.
შევუქმნათ ბავშვებს პირობები მათი სულიერი ზრდისთვის და დამოწმებისთვის, ორგანიზაცია მოვახდინოთ და კოორდინირება გავუწიოთ ბავშვებისადმი მსახურებას მათი ძალებით ადგილობრივ ეკლესიაში. ჩავრთოთ ბავშვები სხვადასხვა სახის საეკლესიო მსახურებაში.
გავაძლიეროთ მშობელთა მონაწილეობა საკუთარი შვილების სულიერ აღზრდაში პირადი მაგალითის, მიძღვნისა და მსახურების მეშვეობით.